воскресенье, 21 декабря 2008 г.

   პროექტის სახელი: პოლიტიკური კონფლიქტები ბალკანეთსა და კავკასიაში

   მოსწავლეები გაეცნობიან კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონს და ამ რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ კონფლიქტებს.


კონფლიქტი ადამიანური არსებობის თანმხლები მოვლენაა.იგი ერთნაირად ახასიათებს უძველეს საზოგადოებებს და უახლეს ისტორიას. კონფლიქტის მიზეზები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მწიფდება. ამიტომ ორი რეგიონის კავკასიისა და ბალკანეთის ისტორიულ\გეოგრაფიული დახასიათება,სტრეტეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა,სხვა და სხვა კულტურისა და ისტორიის მქონე ხალხებთან კავშირი თვალნათელს გახდის ამ რეგიონებში კოფლიქტის გამომწვევ მიზეზებს. კონფლიქტი დღემდე მიმდინარეობს,შედეგები ძალზე სავალალოა , კოფლიქტის მოგვარების გზების ძიება კი ძალზედ აქტუალური.
მოსწავლეები განიხილავენ კონფლიქტების წარმოშობა-განვითარებას ბალკანეთსა და კავკასიაში.  იმსჯელებენ კოსოვოს პრეცენდენტზე, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთ-ერთ მოდელზე. კავკასიაში არსებული კონფლიქტების გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე. გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციების როლს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების საქმეში.


    მონაწილეთა ასაკი: 12-17 წელი /მე-7 მე-11 კლასები 


    ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის იანვარი-2010  წლის ივნისი


    პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონის ისტორიულ-გეოგფარიული მონაცემების შესახებ მასალების მოძიება. ორივე რეგიონის კულტურულ-რელიგიური თავისებურებების ხალხთა ყოფა-ცხოვრების და ადათ-წესების შესახებ მასალების მოძიება და შედარება. სქემების, დიაგრამების მარტივი რუკების შედგენა. კონფლიქტის მსვლელობის და შედეგების შესახებ ფოტო მასალების შეგრ
ება . დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრა . ინტერვიუების და ფოტო მასალის მოპოვება, მათი შემდგომი დამუშავებისა და კლასის წინაშე პრეზენტაციის მიზნით.
სასურველია კლასშივე შემუშავებული იქნას კონფლიქტის მოგვარების თქვენეული ვერსია და გაკეთდეს ბუკლეტები.


    მოსალოდნელი შედეგები:შეიქმნება ბლოგები,მოეწყობა გამოფენები, გაკეთდება ბუკლეტები. ყველა ეს მასალა განთავსდება სკოლის საიტზეც.


    სარგებელი სხვებისათვის: ეს იქნება უკვე მზა და ხელმისაწვდომი მასალა დაინტერესებული საზოგადოებისათვის. შემდგომი გამოყენებისა და სრულყოფის მიხნით
    სამუშაო ენა: ქართული


    საგნებთან/სხვა საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მთელ რიგ საგნობრივ ჯგუფებში. გეოგრაფია- ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა და თავისებურებები, ისტორია- ამ რეგიონების ისტორიული წარსულის შესწავლა,სამოქალაქო განათლება- საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ფორმებისა და საშუალებების განხილვა,მათემატიკა –მონაცემების შეგროვება,მათი დალაგება,დიაგრამების შედგენა. 


  

    პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ფიქრია ღამბაშიძე 115-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
    პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:fiqriagamba@gmail.com
    პროექტის ფორუმი:

     პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი:www.konfliqtebi.blogspot.com